14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა

by magda

14.11.2022წ.

14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა!
დღეს ცნობილი ქართველი პოეტის, ჩვენი კუთხის ღირსეული წარმომადგენელის, მთარგმნელის, ესეისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მურმან ლებანიძის დაბადების დღეა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 26 ნოემბერს გაიმართება მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მურმან ლებანიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, მსახიობები, რომლებიც წაიკითხავენ დიდი პოეტის შემოქმედებას, ხოლო ცნობილი მომღერლები შეასრულებენ მურმან ლებანიძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content