14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება

14.01.2022წ.

14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება.
ქართულმა თეატრმა განვითარების ძალიან ვრცელი, მრავალფეროვანი გზა გაიარა. ამჟამად ქართული სასცენო ხელოვნება არის მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და სარგებლობს საერთაშორისო ავტორიტეტით.
ქართული თეატრალური ხელოვნების ყველა წარმომადგენელს და თაყვანისმცემელს ვულოცავთ ამ დღეს, ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას, წარმატებებს და საინტერესო შემოქმედებით მოღვაწეობას.
ონის მუნიციპალიტეტის მერია, ქართული თეატრის დღეს განსაკუთრებულად ულოცავს ონის სახალხო თეატრს, მისი ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს, სახალხო თეატრის დამაარსებლის გიგა ჯაფარიძის ტრადიციის გამგრძელებლებს და მადლობას ვუხდით იმ დაუვიწყარი წუთებისათვის რაც მათ სახელს უკავშირდება

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო