14 იანვარს, ა(ა)იპ ონის ბიბლიოთეკაში კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიდი პოეტის, ლადო ასათიანის დაბადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ,,წითელი ყაყჩოები” გაიმართა

14.01.2022წ.

დღეს, 14 იანვარს, ა(ა)იპ ონის ბიბლიოთეკაში კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიდი პოეტის, ლადო ასათიანის დაბადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ,,წითელი ყაყჩოები” გაიმართა.
პოეტმა ანა ერისთავმა და მოწვეულმა სტუმრებმა ლადო ასათიანის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და პოეტის ხანმოკლე ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.
ლიტერატურულ ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში და ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო