14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14.01.2022წ.

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ონში დავით აღმაშენებლის და დემეტრე II მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.
სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!
გისურვებთ მშვიდობას და წინსვლას ქვეყანაში.

 

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.