ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

14.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ ონში, გვანცა დედოფლის ქუჩაზე სპორტული მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედანზე დამონტაჟდა ფეხბურთის და კალათბურთის ფარები, დაიგო ბუნებრივი საფარი.
დღეს 14 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდი ხვედელიანი ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.
სპორტული მოედნის მშენებლობა განხორციელდა შპს „ფასისის“ მიერ, ღირებულება შეადგენდა 43778 ლარს, და დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
“სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2022 წელს ქალაქ ონს კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატა. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ახალგაზრდული ინიციატივებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა” – აღნიშნა სერგი ხიდეშელმა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა