ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12.02.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში 12 იანვარს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
სერგი ხიდეშელმა წარმომადგენლებს გასული შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ პროფესიულ საქმიანობაში.
წარმომადგენლემა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, პრობლემური საკითხის მოგვარების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, რათა მერიის მხრიდან დროულად იქნას მიღებული საჭირო ზომები

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო