ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
16 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო.
ვიცე მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, თითოელ ადმინისტრაციულ ერთეულში ნებისმიერ პრობლემურ საკითხს უშუალოდ გაეცნობა და შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად დაისახება მათი მოგვარების გზები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა