13 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე,მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხიდეშლების და მაჟიეთის მოსახლეობას შეხვდა

13.09.2019წ.

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე,მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხიდეშლების და მაჟიეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ ყოფით პრობლემებზე,რომლიც შეეხება სასმელი წყლის რეაბილიტაციის საკითხს ასევე დაიგეგმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.
სოფელი ხიდეშლები-ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის და თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაოები.
სოფელი მაჟიეთი-წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია.
მერმა ასევე მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში „სახაზოსკენ“მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყისი ეტაპი.
შემსრულებელი-შ.პ.ს პირამიდა.
ღირებულება- 231448ლ.
დაფინანსების წყარო-სტიქიის სალიკვიდაციო ფონდი.

Related posts

ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა

ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს