13 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ,მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ქართული ჯგუფი“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ გოჩა ტყეშელაშვილთან და ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან

13.09.2019წ.

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ,მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ქართული ჯგუფი“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ გოჩა ტყეშელაშვილთან და ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, სოფელ ქვედსა და მაჟიეთში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ბარი- მრავალძლის გზის ასფალტირების საკითხები,
ასევე ისაუბრეს სოფლებში გლოლა, ჯინჭვისსა და გომში წყლსადენის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხსა და დასრულების ვადებზე .

Related posts

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტები ისარგებლებენ უფასო ტრანსპორტირებით

2 ივლისს, 12.00 საათზე, ქალაქ ონში საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ” კავკასია-2026 ” გაიმართება.

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ლინდა გონგაძის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა