ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს

13.07.2020წ.

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტს ეწვია.
ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 13 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტს
ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების
კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს, რწმუნებულის
მოადგილეს გიორგი გონაძეს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს
დავით ჩიკვაიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდულ
საკითხებში ჩართულ ადგილობირვ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშნული მიმართულების ფარლებში
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და
გეგმიური აქტივობები, რომლებიც განსახორციელებელია.
განვითარება გულისხმობს, რომ საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი
საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ონის მუნიციპალიტეტში,
ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული
პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი
ადამიანური რესურსი, რომელიც კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილშია ჩართული.

ამ მიმართულებით სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არაერთი
ნაბიჯი გადადგა. სააგენტო მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი ადგილობრივი
თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების
გადამზადებას ახორციელებს 4 ეტაპად.

ამასთან, ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა,
რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები,
საჭიროებები და შესაძლელბლობები.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა,
ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და
ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი
რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ