ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

14.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად შედიან მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სფეროს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

ჯგუფის პირველი შეხვედრზე ემზარ საბანაძემ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, გაანალიზა მოსალოდნელი რისკები და შედეგები, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს ონის მუნიციპალიტეტი და ვირუსის პრევენციის მიზნით გაჟღერებული რეკომენდაციები განიხილა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნონა ბაკურაძე ჯგუფის წევრებს ესაუბრა პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც მიზანშეწონილია გატარდეს თითოეულ დაწესებულებებში ჩვეული სამუშაო პროცესის აღდგენამდე და სამუშაო რეჟიმის დროს.

ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტში იმ დროისთვის არსებული ვითარების შეჯამების, შეფასების და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ყოველ პარასკევს შეიკრიბება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა