0
22.04.2026წ.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 21 -22 აპრილს, ქალაქ ონში სკრინინგის აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა ესარგებლა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გამოკვლევით, მათ შორის ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის.
ონში სკრინინგის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
