რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა , ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლასა და ღებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

by newadmin newadmin

19.06.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა , ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლასა და ღებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული დაზიანებული რეზერვუარის დემონტაჟი, გატანა და ახალი რკინა -ბეტონის წყალშემკრების, ასევე რეზერვუარზე გამრეცხის და გადამღვრელის მოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მათი ჯამური ღირებულება 69 917 ლარს შეადგენს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content