2
17.06. 2026წ.
რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილე ალუდა თუთისანთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, ქალაქ ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, სადაც ცამეტი
ასურელი მამის სახელზე ახლადდაწერილი ხატი დაბრძანდა.
პარაკლისი ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მამა ნოემ (კერესელიძე)აღავლინა.
ხატი ტაძარს,შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის უკვდავსაყოფად,დავით მაისურაძემ შესწირა.
ცამეტი ასურელი მამის სახელზე დაწერილი ხატი, დროებით ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაბრძანდა.
შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძრის აშენების შემდეგ, ხატი იქ დაიდებს ბინას.
