მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

by newadmin newadmin

23/06/2026

მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.
სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე სერგო ლობჯანიძე.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია:
1. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების – ქ. ონში, მოედნის ქუჩა N2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ს/კ 88.18.21.836 სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ’’ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content