ძვირფასო აბიტურიენტებო!

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ეს დღე ახალი შესაძლებლობების საწყისია, თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
ჩვენი მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით და დარწმუნებული ვარ არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
ყველა აბიტურიენტს და განსაკუთრებით ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს წარმატებას, დასახული მიზნების მიღწევასა და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!
იმედი მაქვს, რომ თქვენს სიტყვას იტყვით და როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ გაახარებთ თქვენი წარმატებით ჩვენს მუნიციპალიტეტს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი
სერგი ხიდეშელი

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს