0
3/07/2025
ძვირფასო აბიტურიენტებო,
გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ეტაპს — ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაწყისს. ეს დრო სავსეა სირთულეებით, მაგრამ თითოეული დღე გაახლოებთ თქვენს მიზნებს და ოცნებებს.
დღეს თქვენი შრომა, ცოდნა და სიძლიერე არამარტო თქვენს მომავალს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალსაც ქმნის. თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო — განათლებული,განვითარებული და სამართლიანი.
გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით თავდაჯერებულები, გაბედულები და მონდომებულები. თითოეულ თქვენგანს წინ დიდი გზა ელის და ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზას ღირსეულად და წარმატებით გაივლით.
თქვენი წარმატება — თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა.
გისურვებთ სიმშვიდეს, სიძლიერეს და სუფთა ფურცელზე დაუვიწყარი მომავლის დაწერას!