შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას

06.04.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით 8 აპრილს, შაბათს, 12:00 საათიდან – 14:00 საათამდე, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.
აქციის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება, ექიმი-ოფთალმოლოგისგან მიიღოს უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება (გარდა სათვალის შერჩევისა).
მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 597 04 13 04

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე