შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო, გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები

default

04.08.2023წ.

შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო, გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს დროებითი ხიდის მოწყობისა და სხვა ხიდების აღდგენის სამუშაოები
გაიწმინდა შესასვლელები და მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა, სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც. ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა და დღის განმავლობაში კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა
გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს