ქ.ონში “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” რეგიონალური ოფისი გაიხსნა

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, გაზარდოს ფართო საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

27 ივნისს, ქ.ონში, (დემეტრე II მოედანი),ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “არასამთავრობო /სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე” ფარგლებში “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” რეგიონალური ოფისი გაიხსნა .
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე,ონის მუნიციპალიტეტის მერი- ემზარ საბანაძე,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე-ვასილ მეტრეველი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში .
პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, გაზარდოს ფართო საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დამსწრე საზოგადოებას წარედგინა გზამკვლევი (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესი) ,ასევე გაიმართა დისკუსია პროექტის შესახებ.

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე