ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა – თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

25.07.2022წ.

22-24 ივლისს ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა – თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოქმედმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა.
ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ სამმა ახალგაზრდამ პირველი ადგილი მოიპოვა.
ლუკა გუგეშაშვილი (65 კგ),
თორნიკე სამხარაძე (79 კგ),
გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ ასპარეზობებში!
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები – თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.