ქალაქ ონში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა

23.03.2022წ.

ქ. ონში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა
ქალაქ ონში, ბერშევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა.
ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ახალი ფიტნეს ცენტრის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მოსახლეობაში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული კომპლექსით სარგებლობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.
სპორტულ კომპლექსში იფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექციები და ფიტნეს დარბაზი, ამასთან, ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები.
სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნეს ცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანმდევი მომსახურებით შპს ,,მფჯ“ მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.