07.11.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს“ავერსი” კლინიკის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომლობით, ქალაქ ონში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და აქციის მიმდინარეობას გაეცნენ.
შპს“ავერსი” კლინიკის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალმა მედიკოსებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს სხვადასხვა მიმართულებით.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს ჩაუტარდა სხვადასხვა ინსტრუმენტალური კვლევა, გაეწიათ კონსულტაცია და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეცათ შესაბამისი დანიშნულება. უფასო კონსულტაციით, 120-ზე მეტმა ადგილობრივმა მოქალაქემ ისარგებლა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს შპს “ავერსი” კლინიკის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალ ექიმებს გაწეული გულისხმიერებისა და კეთილი საქმისთვის