ქალაქ ონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქუჩის გახსნის ცერემონია გაიმართა

31.03.2021წ.

დღეს, 31 მარტს, ქალაქ ონში მდ. რიონის მიმდებარედ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქუჩის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ონში, ირინე სხირტლაძის ქუჩას (მდ. ჭალულის ხიდიდან მდ. რიონზე ხიდის ჩათვლით მონაკვეთი) ეწოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქ ონის მოსახლეობა.
სიმბოლური იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საიუბილეო 30-ე წლისთავზე და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნა, რადგან 1991 წელს , ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით მიწისძვრით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტში აღმშენებლობა დაიწყო და იმ პერიოდში პრეზიდენტის რაჭაში სტუმრობამ სასოწარკვეთილ ადგილობრივ მოსახლეობას იმედი ჩაუსახა.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას პიროვნების შესახებ და ქართველი ერის ისტორიაში რეფერენდუმის დღის მნიშვნელობაზე. ღონისძიება ანსამბლის „რაჭა“ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა