ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

12.08.2026წ.

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
დავით აღმაშენებლის მოედანზე გამართულ ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამოს მუსიკალური პროგრამით მაყურებლის წინაშე დათუნა სირბილაძე, თიკა ჯამბურია, ირინა ბაირამაშვილი, ანსამბლი „გორდელა“ და „თბილისური კვარტეტი“ წარდგნენ, რომლებმაც მსმენელს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრები შესთავაზეს.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა