ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის მშენებლობის I ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

03.10.2023

ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის მშენებლობის I ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები დღეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალავერდ ხვედელიანმა, მოადგილე გივი მეტრეველთან, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – მამუკა ყავლაშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტი ფინანსდება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მისი ღირებულება კი 1′ 411′ 734 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.
შემსრულებელი შპს „ურბან სინერგი“.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა