ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის მშენებლობის I ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

03.10.2023

ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის მშენებლობის I ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
🟢 სამუშაოები დღეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალავერდ ხვედელიანმა, მოადგილე გივი მეტრეველთან, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – მამუკა ყავლაშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
📌 პროექტი ფინანსდება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მისი ღირებულება კი 1′ 411′ 734 ლარს შეადგენს.
🟢 პროექტის დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.
📋 შემსრულებელი შპს „ურბან სინერგი“.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content