ქალაქ ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N10- ში, ყოფილი საავადმყოფოს უკანა ეზოში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

4.06.2026წ.

12 ივნისს, 10:00 საათიდან, ქალაქ ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N10- ში, ყოფილი საავადმყოფოს უკანა ეზოში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:
ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს