ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის დიდ სცენაზე გაიმართა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კამპანია „შეცვალე სცენარი – ითამაშე შენი როლი

27.04.2023წ.

26 აპრილს, ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის დიდ სცენაზე გაიმართა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კამპანია „შეცვალე სცენარი – ითამაშე შენი როლი”, ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო მონაწილეობას და წაახალისოს მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამ ინიციატივით, ევროპის საბჭო ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი კულტურის გაძლიერებას და წაახალისებს მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კამპანია ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეებისა და ადგილობრივი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე და ამასთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ინიციატივა მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, დაინტერესებული მოქალაქეები, რომლებსაც ღონისძიების განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა ინტერაქტიულ პერფორმანსში, სადაც მონაწილეებს არ ჰქონდათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ემოქმედათ და გაეუმჯობესებინათ გარემო. პერფორმანსმა აჩვენა, რომ მცირე ინიციატივებსაც კი შეუძლია საზოგადოებისთვის სასიკეთო მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს.
გარდა პერფორმანსისა, ღონისძიების სპიკერებმა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვეს მათმა ინიციატივებმა საზოგადოების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობით მიაღწიეს მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა