ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა

26.10.2026წ.

ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა მეწყრული უბნის გამაგრება, დაზიანებული გზის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების მიზანი იყო ფერდობის სტაბილიზაცია და საავტომობილო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 11 ივლისს ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში გადაადგილდებოდა
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ ძირითად გზაზე ხორციელდება

Related posts

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი იუბილარია

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა