ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება

10.07.2026წ.

ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება
 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა) – ალპანა – მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე, არსებული მეწყრული უბნის აღდგენისა და დამცავი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2026 წლის 11 ივლისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება. ამ პერიოდში, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა სპეციალურად მოწყობილ შემოვლით გზაზე გადაერთვება
 სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა – ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით
 ამასთან, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე აიკრძალება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომელთა მაქსიმალური დასაშვები მასა 8 ტონას აღემატება
 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ვითარების შეფასებასა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ჩართული იყვნენ გეოლოგები, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი სპეციალისტები
მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, პარალელურად მოეწყო დროებითი ალტერნატიული გზა, რომელზეც უკვე დაგებულია ასფალტის საფარი. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობასა და სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ძირითად გზაზე მიმდინარე სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად ისარგებლონ შემოვლითი მარშრუტით
 ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საფეხბურთო კლუბი “მამისონის” ორგანიზებით, 17- 18 ივლისს ქალაქ ონში, ბეერშევას სახელობის პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გამართულ თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე სოფელ ღარში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას შეხვდა