ქალაქ ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა სოციალური ფონდის ,,დაეხმარე თანამემამულეს“ ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა

10.10.2022წ.

ქალაქ ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა სოციალური ფონდის ,,დაეხმარე თანამემამულეს“ ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
აქციის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით. ასევე, რაჭა- ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი / ΚΟΙΝΩΝΙΚΟ ΚΕΝΤΡΟ ΤΗΣ ΓΕΩΡΓΙΑΝΗΣ ΔΙΑΣΠΟΡΑΣ, რომელიც გასულ წელს დაარსდა ქალაქ ათენში, აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს და მის ხელმძღვანელს – ნანა თევდორაძეს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.