7
01,08.2020.
სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა.
ვერტმფრენებით გრძელდება, როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში გადმოსვლის მსურველთა გამოყვანა, ისე ადგილზე დარჩენილი მოსახლეობისათვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება.
31 ივლისს და 1 აგვისტოს სტიქიის ზონის სოფლებში : ღები, ჭიორა, გლოლა, უწერა (ჟამიერეთუბანი), მაჟიეთი, ხიდეშლები დარჩენილ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, სასურსათო პაკეტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.