სტიქიის ზონაში, გარესამყაროს მოწვეტილ 5 სოფელს ექიმები მოემსახურებიან

by magda

02.08.2020წ.

ონის მუნიციპლიტეტში , სტიქიის ზონაში, გარესამყაროს მოწვეტილ 5 სოფელს ექიმები მოემსახურებიან. ექიმები სტიქიის შედეგად, გზის გარეშე დარჩენილ სოფლებში ვერტმფრენების საშუალებით გადაიყვანეს და ადგილზე იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე სოფლებთან საავტომობილო კომუნიკაცია არ აღდგება.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით სიახლეა ისიც, რომ აღდგა პატარა და დიდი ღების საგზაო კომუნიკაცია. გარდა ამისა, საავტომობილო გზის აღდგენამდე მოძრავი მაღაზია მოემსახურება სოფელ გლოლის მოსახლეობას.

სტიქიის ზონაში, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ამ დრომდე 700-მდე სასურსათო ამანათი დარიგდა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად. სპეციალისტები აქტიურად საქმიანობენ მოწყვეტილ სოფლებთან დროებითი საავტომობილო კომუნიკაციის დასამყარებლად.

4 დღის წინ რაჭაში ღვარცოფმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რეგიონს. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content