სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს, გლოლას, ჭიორასა და ღების ყველა ოჯახს თითო, 25 კილოგრამიანი ფქვილის ტომარა და სასურსათო პაკეტი გადაეცა

06.08.2020წ.

სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს, გლოლას, ჭიორასა და ღების ყველა ოჯახს თითო, 25 კილოგრამიანი ფქვილის ტომარა და სასურსათო პაკეტი გადაეცა.

ამასთანავე, სტიქიის ზონაში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად 9 700 ლარის ღირებულების მედიკამენტები გაიგზავნა.

დღეის მდგომარეობით, სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს, სასმელი წყალი და ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია ვერტმფრენი და საჭიროების მიხედვით ემსახურება ყველა დაზარალებული სოფლის მოსახლეობას.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს