სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წლის 5 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა მდ. რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია, რის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.
სოფ. ღებში მდ. ჩვეშურმა დააზიანა საგლოლო–ღების სახელმწიფო გზის გარკვეული მონაკვეთი, რის გამოც ამ ეტაპზე სოფ. ღები მოწყვეტილია მუნიციპალურ ცენტრს. ადიდებულმა მდინარეებმა სოფ. გონაში წაიღო 2 საავტომობილო ხიდი, სოფ. უწერაში კი დააზიანა ნაპირსამაგრი, რამაც გამოიწვია სასოფლო–სამეურნეო სავარგულების ნაწილისა და მინერალური წყლის ,,ნაპერწკალას“ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.
მდინარე რიონმა დააზიანა სოფელ გომთან მისასვლელი ხიდის ბურჯი.
ადიდებულმა მდ. რიონმა საფრთხე შეუქმნა ქ. ონის მარცხენა სანაპიროზე დასახლებულ მოსახლეობასაც.
დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან რეგიონული და ადგილობრივი ხელმძღვანელები შესაბამის სამსახურებთან ერთად.
შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს ადგილზე არსებულ მდგომარეობას. მიმდინარეობს ზარალის დათვლის სამუშაოები.

.

 

Related posts

განცხადება ნოტარიუსის მომსახურების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან იმყოფებოდა