სტარტი აიღო ა.ჩაგელიშვილის და ლ.კენჭაძის სახელობის რეგიონულმა ჩემპიონატმა ფეხბურთში

რომელშიც მონაწილეობას იღებენ 2006-2008 წლებში დაბადებული ბავშვები

მაისს სტარტი აიღო ა.ჩაგელიშვილის და ლ.კენჭაძის სახელობის რეგიონულმა ჩემპიონატმა ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 2006-2008 წლებში დაბადებული ბავშვები.
დღეს ონის მუნიციპალიტეტის სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს შეხვდნენ ონის სპორტ, სკოლის და ტყიბულის “ოკრიბას” გუნდები.
პარალელურად ქ.ამბროლაურში მიმდინარეობს ამბროლაურის და ლენტეხის , ასევე ჭრებალოს და ცაგერის ფეხბურთის გუნდების შეჯიბრი.
ჩემპიონატი ორ წრედ გაიმართება და ნოემბრის თვეში დასრულდება.
გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ა. ჩაგელიშვილის და ლ. კენჭაძის სახელობის გარდამავალი თასით, ფასიანი საჩუქრებით და მედლებით.
ჩემპიონატი ტარდება რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და ფეხბურდის ფედერაციის პრეზიდენტის ბექა ოშხერელის ხელმძღვანელობით.
სტადიონზე ფეხბურთს ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის წარმომადგენლები და ფეხბურთის გულშემატკივრები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა