სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები შეუბნის თემის მოსახლეობასთან

20.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა შეუბნის თემში.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
ლაჩთის , შეუბნის, ჭალის, ხურუთის, ნიგვზნარის და წოლის მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა