სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები უწერის და საკაოს თემის მოსახლეობასთან

17.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა უწერის და საკაოს თემში.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
უწერის თემში სოფელ ნიგავზებში, ფარავნეშსა და ნაკიეთში მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა, ხოლო სოფელ უწერაში გარე განათბის სისტემის მოწესრიგება და შიდა საუბნო გზის რეაბილირაცია.
საკაოს თემში პრიორიტეტულ პროექტებად შეირჩა: სოფელ ბორცოში სალოცავ „ ორბამდე“ მიმავალი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა, სოფელ საკაოში, ლაგვანთასა და მაჟიეთში კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

Related posts

მიმდინარე წლის 13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, საზოგადოებრივ სივრცეებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნერგები დარგო და ქალაქის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო