სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

02.03.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ორ მარტს კვაშხიეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: კვაშხიეთი, ბოყვა, ხეითი, ჯოისუბანი და ზვარეთი იმყოფებოდა.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც “სოფლის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდება.
ზვარეთი – გარე განათების მოწყობა.
ხეითი – წისქვილის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
კვაშხიეთი – სანიაღვრე არხების მოწყობა
ჯოისუბანი – გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა.
ზუდალი — შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ბოყვა – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
2021 წლის პირველი მარტის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 13 ადმინისტრაციული ერთეულის 48 სოფელში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.