სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ბარის და მრავალძლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან

23.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა ბარისა და მრავალძლის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
ბარის თემიდან პრიორიტეტულ პროექტებად აირჩიეს : სამთისი-წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
ქვემო ბარი -გარე განათების მოწყობის სამუშაოები, ზემო ბარი-შიდა საუბნო გზებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ მრავალძალში – შიდა გზებისა და და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა