სოფელ ხეითში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

29.05.2023წ.

სოფელ ხეითში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გასული წელს, სოფელ ხეითში, სტიქიამ საავტომობილო ხიდი დააზიანა. პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი ბურჯებისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში იგეგმება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 164 000 ლარი შეადგინა.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა