06.12.2024წ.

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს 700 მეტრის სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურის, ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოებს. რომლის ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დაფინანსება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომლის დასრულება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში იგეგმება.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სამუშაო პროცესი ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად მოინახულა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content