სოფელ მაჟიეთში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მეუფე ვახტანგმა სამეუფეო წირვა აღავლინა

25.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჟიეთში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მეუფე ვახტანგმა სამეუფეო წირვა აღავლინა.
წირვას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ დღეს მეუფე ვახტანგი იუბილარია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს დაბადების დღეს მეუფე ვახტანგს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ერის და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა