ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მერის რანგში ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

25.10.2021წ.

25 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მერის რანგში ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე,
მერმა ისაუბრა ონის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და სხვა მნიშვნელოვანი თემებზე.
შეხვედრის დასასრულს დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ამ დროის მანძილზე გაწეული სამაგალითო თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ყოველთვის დარჩება ონის და ონელების ერთგულ მეგობრად

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო