სოფელ გლოლაში, მდინარე ბოყოს წყალზე დაზიანებული ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა განხორციელდა

19.09.2023წ.

სოფელ გლოლაში, მდინარე ბოყოს წყალზე 2022 წლის 5-7 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 248 000 ლარი შეადგინა.
სამუშაოები მოიცავდა სოფ. გლოლაში, ე.წ. ძველ უბანში მდებარე სასაფლაოებისა და სავარგულების მიმართულებით დამაკავშირებელი საფეხმავლო ორი ხიდის მშენებლობას, რკინა-ბეტონის ბურჯების, სავალი ნაწილისა და მოაჯირების მოწყობის გათვალისწინებით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა