სიკეთე გადამდებია

13.04.2020წ.

2020 წლის 3 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც აღვნიშნეთ ქვეყანაში კორონა ვირუსის (COVID 19) – ის გამოცხადების შემდეგ , უხილავ მტერთან ბრძოლაში როგორ გაერთიანდა ერი და ბერი, როგორ გამოიჩინეს ონელებმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, გარშემომყოფების და ქვეყნის მიმართ. გაგაცანით ჩვენი დროის კეთილი გმირები, რომლებმაც გადაწყვიტეს გლობალური საფრთხის პირობებში შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ თავიანთ შეჭირვებულ თანამოქალაქეებს.
სიკეთე გადამდებიაო და კეთილი გმირების სიას ბევრი ახალი სახელი შეემატა: თეონა გოგრიჭიანი, თენგიზ ბერიშვილი, ინგა მეტრეველი-გამყრელიძე, ლილიანა მაისურაძე, გელა გავაშელიშვილი, ქრისტეფორე ( მამუკა) ჩიხრაძე, თამარ გძელიშვილი, ელენე ბაკურაძე, ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ვინაობა ანონიმურად დატოვეს, სამაგიეროდ მაღაზიებში 100-100 ლარის თანხა დატოვეს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის პროდუქტით დასახმარებლად.
სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა. სიკეთის ქმნა მათი სულიერი მოთხოვნილებაა . მადლობა მათ, იმიტომ რომ არსებობენ, იმიტომ რომ მათ სიყვარული შეუძლიათ და ფიქრობენ სხვის კეთილდღობაზე.
ახალმა განსაცდელმა დაანახა სამყაროს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანია და ის მუდამ ყურადღების ეპიტცენტრშია, გვჯერა , რომ ხვალ ამ სახელებს კიდევ მეტი სახელი დაემატება , ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მრავალ განსაცდელს დავამარცხებთ და ვიზეიმებთ ბედნიერ გაზაფხულს.

Related posts

მიმდინარე წლის 13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, საზოგადოებრივ სივრცეებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნერგები დარგო და ქალაქის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო