სერგი ხიდეშელი ონში N2 საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.

18.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად, ონში N2 საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, მოეწყო ცივი და ცხელი წყლის, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე, შესასვლელი კიბე, პანდუსი და სხვა.
საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს მოემსახურება. ამასთან, ეზოში მოეწყობა საბავშვო-გასართობი კონსტრუქციები, სათამაშო მოედანი დაიფარება კაუჩუკის საფარით. უახლოეს პერიოდში კი ბაღი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამუშაოების ღირებულება 2 265 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა