ქალაქ ონში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე, „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართ

17.05.2025წ.

ქალაქ ონში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე, „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, თერჯოლის და ხარაგაულის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა.
ფესტივალს „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით 150 -ზე მეტი ბავშვი ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „დინამოს“ აკადემიის რეგიონული პროექტების მენეჯერი გია ისიანი და კოორდინატორი პაატა გოცირიძე.
„დინამო თბილისმა“ რეგიონებში საფეხბურთო სკოლების ქსელი ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენის მიზნით ჩამოაყალიბა.
პროექტში ჩართულია 28 მუნიციპალიტეტის გუნდი. ონის “მამისონის” საფეხბურთო სკოლის გუნდს „დინამო თბილისისგან“ საჩუქრად სპორტული სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა