ონის მუნიციპალიტეტში პროექტის – „თავისუფლების თამაშები” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დასრულდა

18.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში პროექტის – „თავისუფლების თამაშები” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დასრულდა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 16 და 19 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში „თავისუფლების თამაშები“ გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში ჩატარდა:
მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები, გოგონები)
მინი ფეხბურთი 7X7 (ვაჟები, გოგონები)
სირბილი (ვაჟები, გოგონები)
კალათბურთი 3X3 (ვაჟები)
ფრენბურთი (ვაჟები, გოგონები)
ჭიდაობა (თავისუფალი სტილით)
თავისუფლების თამაშები ქალაქ ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე სპორტულ კომპლექსში ჩატარდა და მისი მონაწილე მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„თავისუფლების თამაშები“ საქართველოს სასკოლო ლიგის პროგრამის შემადგენელი ნაწილია, წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილ შიდასასკოლო და სკოლათაშორისი სპორტული ღონისძიებების ერთიან სისტემას, რომელშიც ჩართულია საქართველოს ყველა სკოლა.

Related posts

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ პროექტ “ჩემი სოფლის დიალექტები“ გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა